Version française | النسخة العربية | English version
რას ნიშნავს იძულებით გადაადგილება?
იძულებით გადაადგილება გლობალური ფენომენია. 2018 წელს იძულებით გადაადგილების 28 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომლებიც დაკავშირებული იყო კონფლიქტებთან, ძალადობასთან და კატასტროფებთან. იძულებითი გადაადგილება აიძულებს ადამიანებს დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილი და სხვაგან გადაადგილდნენ საკუთარ ქვეყანაში. ხშირად მათ ამის გაკეთება უწევთ წამებში. ისინი კარგავენ საცხოვრებელს, სამუშაოს, ხელმისაწვდომობას მინიმალურ მომსახურებებზე და სოციალურ კავშირებს. ეს ყველაფერი ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ ისინი კიდევ უფრო დაუცველი ხდებიან შეიარაღებული თავდასხმების, არასათანადო მოპყრობის და დისკრიმინაციის მიმართ.
რა არის „სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ“?
„სახელმძღვანელო პრინციპები იძულებით გადაადგილების შესახებ“ შეიქმნა 20 წლის წინ. ფართოდ აღიარებულია, რომ ის წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს იძულებით გადაადგილებული პირების დაცვის და დახმარების სფეროში. მათში გადმოცემულია იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები და სახელმწიფოთა შესაბამისი ვალდებულებები.
ვინ არის პასუხისმგებელი იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებაზე?
იძულებით გადაადგილებული პირების ტვირთის შემსუბუქების ვალდებულება პირველ რიგში სახელმწიფოებს აკისრია. მაგრამ ამისათვის სახელმწიფოებმა ჯერ უნდა აღიარონ, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული რეაგირება საკმარისი არ არის. გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვას, მათ შორის ისეთ პოლიტიკას და პროგრამებს, რომლებიც აღიარებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა მათ მასპინძელ საზოგადოებაზე, გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს იძულებით გადაადგილებული პირების მასპინძელი ქვეყნების მშვიდობის, სტაბილურობის და აყვავებისთვის, აგრეთვე 2030 წლისთვის „მდგრადი განვითარების მიზნების“ მიღწევისთვის. საერთაშორისო მხარდაჭერა კი ეხმარება სახელმწიფოებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში.
რატომ გვჭირდება თქვენი დახმარება?
მართალია, „სახელმძღვანელო პრინციპებმა“ ხელი შეუწყო იძულებითი გადაადგილების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას და მისი გადაჭრის ღონისძიებებს, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჯერ კიდევ ყოველწლიურად ადამიანთა მიუღებლად დიდი რაოდენობა ხდება იძულებით გადაადგილებული. აგრეთვე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს იძულებითი გადაადგილების გაჭიანურებულ პირობებში ისე, რომ გამოსავალი არ ჩანს.
ჩვენ ყველას შეგვიძლია იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება შემდეგნაირად:
- მოვუწოდოთ მთავრობებს, უზრუნველყონ დევნილები სამართლიანი და ღირსეული გამოსავლებით
- მოვითხოვოთ, რომ საერთაშორისო სისტემამ იძულებითი გადაადგილება აღიაროს გლობალურ საკითხად, რომელსაც სჭირდება მოგვარება იმისათვის, რომ შესრულდეს „მდგრადი განვითარების მიზნები“
- მოვუწოდოთ მთავრობებს და სხვა აქტორებს, ხელი შეუწყონ იძულებით გადაადგილების თავიდან აცილებას და შემცირებას „სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად, რისთვისაც უნდა მოახდინონ ინვესტირება მშვიდობის დამყარებაში, კატასტროფების რისკების შემცირებასა და ინკლუზიურ განვითარებაში
- მოვუწოდოთ მთავრობებს, შეიმუშავონ და დანერგონ ისეთი კანონმდებლობა და პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება „სახელმძღვანელო პრინციპებთან“ და
- ადვოკატირება გავუწიოთ იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს და თავისუფლებებს
დაგვეხმარეთ 20 ათასი ხელმოწერის შეგროვებაში, რომელსაც გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა საკითხებზე გამოიყენებს დევნილთა პრევენციისკენ, დაცვისკენ და მათი საკითხების მოგვარებისკენ მიმართულ მის საქმიანობაში. მოაწერეთ ხელი ახლავე და გაუზიარეთ ეს კამპანია თქვენს მეგობრებს, ოჯახს და კოლეგებს!